Wednesday, January 30, 2013


ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი



ბავშვობა 



მოცარტის სახლი ზალცბურგში

მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოსფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით, ხუთი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ოთხი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი.

ეს იყო მათი პირველი მოგზაურობა ევროპაში. ამ ტურნეში შედიოდა ევროპის მრავალი დიდი ქალაქი: მიუნხენიაუგსბურგილუდვიგსბურგი,ჰაიდელბერგიმაინციფრანკფურტიკობლენციკიოლნიბრიუსელიპარიზივერსალილონდონიამსტერდამილიონიჟენევაბერნიციურიხიულმიდა ისევ მიუნხენი, სადაც ბავშვები საგრაფო კარებზე და მუსიკალურ აკადემიებში მუზიცირებდნენ.

ამ მოგზაურობის დროს შეიქმნა პირველი სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ასევე პირველი სიმფონია Es-Dur(KV 16).იგი ლონდონში ეცნობა იტალიურ ოპერას და სიმფონიას.
ზალცბურგში დაბრუნების შემდეგ, სხვა კარის მუსიკოსებთან ერთად იგი ქმნიდა პირველ ოპერას.

პირველი მოგზაურობა ვენაში და იტალიაში 1766-1771 

1766 წელს მოცარტის ოჯახი მიემგზავრებოდა ვენაში,მაგრამ ეპიდემიის გამო მოუწიათ ვენის დატოვება და თავს ოლომოუცში აფარებდნენ. 1768 წელს ბრუნდება მოცარტი ვენაში და ქმნის ზინგშპილი „ბასტიენ და ბასტიენა“ (KV 50) და ოპერა-ბუფა „La finta semplice“ (KV 51), რისი პრემიერაც მიუხედავად კაიზერ ფრანც I-ის შეკვეთისა არ შედგა, „იტალიური პარტიის“ ინტრიგების გამო.
1769 წლის დეკემბერში მოცარტი მამასთან ერთად იწყებს შემდეგ ტურნეს იტალიაში, რომელსაც თავბრუსდამხვევი წარმატება ხვდება.
მილანში მან ერთი მოსმენით გრეგორიო ალეგრის ცხრა ხმიანი მიზერერეს პარტიტურა უშეცდომოდ ჩაწერა ნოტებში, როდესაც ამ პარტიტურის გავრცელება ვატიკანისგან სასტიკად იკრძალებოდა.
პადრე ჯოვანი ბატისტა მარტინისთან ეუფლებოდა მოცარტი კონტრაპუნქტს. ერთერთი გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემდეგ მას ბოლონიის ფილარმონიული აკადემია იღებს, სადაც იგი ცნობილ იტალიელ მუსიკოსებს: ჯოვანი ბატისტა სამარტინისნიკოლო პიჩინისპიეტრო ნარდინის დაჯოვანი პაისიელოს ხვდება.
1770 წლის 26 დეკემბერს მილანში შედგა მისი ოპერა-სერიის „Mitridate, Rè di Ponto“ (KV 87) პრემიერა, რასაც თავისი დიდი წარმატების გამო მალევე მოყვა „Serenata teatrale Ascanio in Alba“ (KV 111, პრემიერა შედგა მილანში 17 ოქტომბრის 1771 წელს) და "Dramma per musica Lucio Silla" (KV 135, პრემიერა შედგა მილანში 1772/1773 წლების სეზონზე).

ზალცბურგი-მანჰაიმი-პარიზი-ზალცბურგი 1772-1781 


მოცარტის ძეგლი ზალცბურგში
ზალცბურგში 1772 წელს არქიეპისკოპოსად დაინიშნა ჰიერონიმუს კოლორედო-მანსფელდი, რომელმაც მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელისკონცერტმაისტერად დანიშნა. მიუხედავად ზალცბურგის სამსახურის მკაცრი რეგლამენტისა, მოცარტი არ წყვეტს თავის მოგზაურობას მამასთან ერთად. 1772/1773 წლებში მათი იტალიაში მოგზაურობის დროს შედგა „ლუციო სილას“ (Lucio Silla) პრემიერა. 1773 წლის ბოლოს კი მოცარტი ქმნის პირველსაფორტეპიანო კონცერტს. ხანგძლივი პაუზის შემდეგ, 1777 წელს არქიეპისკოპოსთან არასასურველი ურთიერთობის გამო, ინთავისუფლებს თავს მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელისგან.
ზალცბურგიდან განთავისუფლების შემდეგ, მოცარტი მიმეზავრება დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში უკეთესი სამუშაოს საძებნელად. მანჰაიმში იგი ეცნობა იმპერატორ კარლ თეოდორს და მის ორკესტრს, რომლის კაპელმაისტერი, ცნობილი კომპოზიტორი ქრისტიან კანაბიჩი მისი ერთგული მეგობარი ხდება(იხ. აგრეთვემანჰაიმის სკოლა).
1778 წელს მამის ინიციატივით მოცარტი პარიზს მიემგზავრება. პარიზში დაიდგა მისი ბალეტი „Les petits riens“, რასაც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამავე წლის ივლისში გარდაეცვალა დედა.
1779 წელს მოცარტი ბრუნდება ზალცბურგში. იგი ინიშნება კარის ორგანისტად. მიუხედავად იმპერატორთან კვლავ დაძაბული ურთიერთობისა ამჯერად თითქმის ორი წელი გაატარა მან ზალცბურგში. აქ მან შექმნა „Krönungsmesse“ (KV 317) და ოპერა „იდომენევსი — კრეტის მეფე“ (KV 366).

ვენა 1781-1791


„ფიგაროს ქორწინების“ ლიბრეტო, პრაღა, 1786 წელი.
1781 წელს მისმა კონფლიქტმა არქიეპისკოპოსთან პიკს მიაღწია. შეუძლებელი გახდა მისი ზალცბურგში გაჩერება და იგი გადადის ვენაში.
ზალცბურგის „კლანჭებიდან“ განთავისუფლებული მოცარტი ვენაში განაგრძობს ცხოვრება, სადაც იქმნება მისი უმნიშვნელოვანესი ოპერები: 1782 წელს შედგა ვენაში პრემიერა "მოტაცება სერალიდან" (Die Entführung aus dem Serail) (KV 384), რასაც მოჰყვა 1786 წლის 1 მაისს ოპერა ბუფას, „ფიგაროს ქორწინების“ (Le nozze di Figaro) (KV 492) პრემიერა.
1787 წლის 29 ოქტომბერს პრაღაში შედგა „დასჯილი გარყვნილი ანუ დონ ჟუანის“ (Don Giovanni) (KV 527) პრემიერა.
1790 წლის 26 იანვარს ოპერა ბუფას „ასე იქცევა ყველა ქალი“ (Cosi fan tutte) (KV 588) იდგმება ვენაში. ბოლო სამი ოპერის ლიბრეტოს ავტორია ლორენცო და პონტე.
1791 წლის 6 სექტემბერს შედგა ოპერა სერიას „La clemenza di Tito“ (KV 621) პრემიერა პრაღაში და ამავე წლის 30 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი ოპერა„ჯადოსნური ფლეიტა“ (Die Zauberflöte) (KV 620) დაიდგა ემანუილ შიკანედერის თეატრში auf der Wieden.
ვენის შემოქმედებაში შედის აგრეთვე მესა c-Moll(KV 427)(1783), ი. ჰაიდნზე მიძღვნილი 6 კვარტეტი (KV 387, 421, 428, 458, 464, 465)(1785), „ლინცის სიმფონია“ (Linzer Sinfonie)(KV 425), „პრაღის სიმფონია“ (Prager Sinfonie) (KV 504) (1786) და „მცირე ღამის მუსიკა“ (Eine kleine Nachtmusik) (KV 525) (1787), აგრეთვე ბოლო 3 სიმფონია: Es-Dur(KV 543), g-Moll(KV 550) da C-Dur „იუპიტერის სიმფონია“ (Jupiter-Sinfonie) (KV 551) (1788).
ვენაში 1782/1783 წლებში მოცარტი იცნობს გოტფრიდ ვან სვიტენს, იმპერატორულ ბიბლიოთეკის(დღევანდელ ავსტრიის სახელმწიფო ბიბლიოთეკის) პრეფეკტს, რომელიც მას აცნობს ი. ს. ბახისა და გ. ფ. ჰენდელის ნაწარმოებებს, მანუფაკტურებს. ბაროკოს დროის ნაწარმოებები დიდ გავლენას ახდენს მოცარტის შემოქმედებაზე.
1782 წლის 4 აგვისტოს მოცარტი ქორწინდება კონსტანცა ვებერზე, რომელიც მან მანჰაიმში ყოფნის დროს გაიცნო. ექვსი შვილისგან, რომელიც მათ გაუჩნდათ გადარჩა მხოლოდ ორი, კარლ ტომასი და ფრანც ქსავერ ვოლფგანგი. მოცარტის მამა ლეოპოლდ მოცარტი ორჯერ აკითხავს მას ვენაში, 1783 და 1785 წლებში. იგი 1787 წელს გარდაიცვალა.
ოპერა „ფიგაროს ქორწინებას“ და მის მაშინდელ ოპერებს, რომლებიც ვენაში დაიდგა, წარმატება არ მოჰყოლია. წარმატება მის ოპერებს პრაღაში მოჰყვა. მაგრამ ეს მის მატერიალურ მდგომარეობას ვერ შველიდა. მოგვიანებით „ჯადოსნურმა ფლეიტამ“ ასე თუ ისე მოიპოვა წარმატება, რამაც მოცარტს მატერიალური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუუმჯობესა. მაგრამ ბოლოს დაიღალა ვენის არისტოკრატია მოზარტიტ, მოზარტმა დაკარგა ყველაფერი, აღარ ყავდა მოსწავლეები და იდზულებული გახდა მიეტოვებინა კომფორტული სახლი ცენტრში და გადასულიყო ქალაქის გარეუბანში.

გარდაცვალება და გარდაცვალების ვერსიები 


მოცარტის საფლავი წმ. მარქსერის სასაფლაოზე, ვენაში
„ჯადოსანური ფლეიტის“ პრემიერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 20 ნოემბერს იგი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო.
მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ციებცხელება იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. ასევე სხვა ვერსიებიც, სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტი არ გამოირიცხებიან. ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოკლა (მოწამლა).
თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.
ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტის ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცას ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს.
მოცარტი დასაფლავებულ იქნა ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.

მოცარტის ნაწარმოებები საქართველოს სცენებზე 

საქართველოში მოცარტის ნაწარმოებების შესრულებას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე არაერთგზის დაიდგა „დონ ჟუანი“ (პირველად 1867) და „ფიგაროს ქორწინება“ (პირველად 1888). დაიდგა აგრეთვე „ბასტიენ და ბასტიენა“ (1912), „ჯადოსნური ფლეიტა“ (1974, ქართულ ენაზე). მოცარტის ნაწარმოებების ქართველი შემსრულებლები არიანი პიანისტები: ე. ვირსალაძე, მ. ჩხეიძე (ზალცბურგის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, 1956), მევიოლინეები: მ. იაშვილი და ლ.
ისაკაძე.





ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი




ადრეული ბიოგრაფია

ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზეორგანზევიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782 (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I (დო მაჟორი, 1800) და II (რე მაჟორი, 1802სიმფონიები, 17 საფორტეპიანო სონატა, მ. შ.: "პათეტიკური" (№ 8, 1799), "სამგლოვიარო მარშით" (№ 12, 1801), "მთვარის" (№ 14, 1801), პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი (I - 1798, II - 1798, III - 1800), სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (1801).მიუხედავად იმისა რომ ბეთხოვენი ადრეული ასაკიდან დაყრუვდა,მან უამრავი სიმფონიები შექმნა

შუა პერიოდი

მეტად ნაყოფიერი გამოდგა ბეთჰოვენის მოღვაწეობის შუა პერიოდი (1803-1812). ამ წლებში დაწერა ისეთი გენიალური ქმნილებები, როგორიცაა მე-3 ("გმირული", მი ბემოლ მაჟორი, 1803), მე-4 ("რომანტიკული", სი ბემოლ მაჟორი, 1806), მე-5 ("ტრაგიკული", დო მინორი, 1808), მე-6 ("პასტორალური", 1808), მე-7 (ლა მაჟორი, 1812) და მე-8 (ფა მაჟორი, 1812) სიმფონიები, მუსიკა გოეთესტრაგედიისათვის "ეგმონტი" (1810), ოპერა "ფიდელიო" (1805); უვერტიურები: "კორიოლანი" (1807), "ლეონორა" - №1, №2, №3 (1805-1806), ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის (1808); საფორტეპიანო კონცერტები: №4 (1806), №5 (1809) და სხვა.

ბოლო პერიოდი

1813-1817 ბეთჰოვენი შემოქმედებით დეპრესიას განიცდის. ახალი აღმავლობა იწყება 1818-იდან და გრძელდება თითქმის გარდაცვალებამდე. ამ დროსაა შექმნილი მისი უკანასკნელი 5 საფორტეპიანო სონატა (1816-1822), 5 სიმებიანი კვარტეტი (1823-1826), "საზეიმო მესა" (1823) და მისი შემოქმედების მწვერვალი მე-9 სიმფონია (1824). ცხოვრების უკანასკნელი წლები ბეთჰოვენმა თითქმის სრულ სიმარტოვესა და სიღარიბეში გაატარა.

მემკვიდრეობა 

ბეთჰოვენის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ამოძრავებდა გენიალური შემოქმედებითი ნიჭი, მგზნებარე მეამბოხე ტემპერამენტი და უდრეკი ნებისყოფა. ბეთჰოვენის ქმნილებებში სრულყოფილად გამოიხატა 1789 წლის საფრანგეთის ბურჟიაზიული რევოლუციის იდეური და ემოციური სულისკვეთება და მისწრაფება, რომლის გამოც ბეთჰოვენს საფრანგეთის რევოლუციის"მუსიკალური სინდისი" უწოდეს.
ბეთჰოვენი ძირითადად სიმფონიური მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა. მის ცხრა სიმფონიაში ნათლად აისახა კომპოზიტორის შემოქმედებითი ევოლუციის სრული სურათი. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების პირველი მწვერვალი მე-3 ("გმირული") სიმფონია იმ მძიმე სულიერი კრიზისის შედეგად იშვა, რომელმაც კომპორიტორი ერთხანს თვითმკვლელობის აზრამდეც კი მიიყვანა. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების მეორე მწვერვალია მე-5 სიმფონია, რომელსაც ზოგჯერ "ტრაგიკულს" უწოდებენ და რომლის ფინალიც ჟღერს როგორც რევოლუციური ჰიმნი - მარში. ბეთჰოვენის სიმფონიზმის გმირული ხაზი გრძელდება მე-7 სიმფონიაში, რომელსაც რ. ვაგნერმა "ცეკვის აპოთეოზი" უწოდა. მე-4 და მე-6 ("პასტორალური") სიმფონიებში მკაფიოდ გამოჩნდა ბეთჰოვენის შემოქმედების რომანტიკული ხასიათი. მე-9 სიმფონია დაიწერა სამიოდე წლით ადრე ბეთჰოვენის გარდაცვალებამდე, იგი ყველაზე რთული, ღრმა და გრანდიოზულია მის სიმფონიებს შორის. გმირის ტრაგედია (I ნახევარი) გადაიზრდება ბედნიერებისაკენ მიმავალი კაცობრიობის კოსმოსურ სიხარულში (ფინალი). აქ კომპოზიტორს გამოყენებული აქვს ფ. შილერის"ოდა სიხარულისადმი" და ფინალი გადაწყვეტილია როგორც ვოკალურ-სიმფონიური ჟანრის კომპოზიცია (კანტატა), რაც პირველი შემთხვევაა სიმფონიური მუსიკის ისტორიაში.
DBP - 200 Jahre Beethoven - 10 Pfennig - 1970.jpg
დიდია ბეთჰოვენის უვერტიურების, პირველ რიგში - "ეგმონტის", "კორიოლანის" და "ლეონორას" მნიშვნელობა პროგრამული სიმფონიური მუსიკის ისტორიაში. ისტორიული როლი შეასრულა ბეთჰოვენის ინსტრუმენტულმა კონცერტებმა (განსაკუთრებით გამოირჩევა მე-4 და მე-5 საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები), რომლებიც შინაარსის სიღრმითა და მასშტაბებით წარმოადგენს სიმფონიური და საკონცერტო ჟანრების სინთეზს. დიდი ფორმის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია გრანდიოზული "საზეიმო მესა" (1823), რომელიც თავისი ჩანაფიქრით უახლოვდება მე-9 სიმფონიას. ბეთჰოვენის ერთადერთი ოპერის "ფიდელიოს" (დაიდგა 1805, ვენა, მე-2 რედაქცია - 1806, მე-3 - 1814) თემაა ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა. გმირულ თემას ეძღვნება ბეთჰოვენის ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (ს. ვიგანოს დადგმა,1801).
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბეთჰოვენის კამერულ-ინსტრუმენტულ მუსიკას (32 საფორტეპიანო და 10 სავიოლინო სონატა, 16 სიმებიანი კვარტეტი, 7 საფორტეპიანო ტრიო; 32 ვარიაცია ფორტეპიანოსათვის და სხვა). საფორტეპიანო სონატები - "პათეტიკური", "მთვარის", "აპასიონატა", სავიოლინო - "კროიცერის სონატა" ჩანაფიქრის მასშტაბურობით, მძაფრი დრამატიზმით, გამომსახველ ხერხთა ნოვატორული სითამამით ამ ჟანრის მწვერვალებს წარმოადგენს. №28-32 სონატებითა და 12-16 კვარტეტებით ბეთჰოვენი გზას უკაფავს მუსიკალურ რომანტიზმს. ხსენებული კვარტეტების გარდა აღსანიშნავია სამი ე. წ. "რუსული კვარტეტი" (თხზ. 59), რომელიც დაიწერა ვენაში რუსეთის ელჩის ა. რაზუმოვსკის შეკვეთით. ბეთჰოვენის ვოკალური მემკვიდრეობა მოიცავს 91 სიმღერას, 70-ზე მეტ გუნდს, ვოკალურ ანსამბლებს, მის მიერ დამუშავებულ სხვადასხვა ხალხთა სიმღერებს (188) და სხვა. კომპიზიტორის თხზულებათა პირველი სრული კრებული (25 ტომი) გამოვიდა ლაიფციგში 1864-1888, დამატებითი ტომების გამოსვლა ახლაც გრძელდება.

ბეთჰოვენის ნაწარმოებთა სია 

სიმფონიები

  • პირველი C-dur op. 21 (1800)
  • მეორე D-dur op. 36 (1802)
  • მესამე “გმირული” Es-dur op. 55 (1804)
  • მეოთხე B-dur op. 60 (1806)
  • მეხუთე C-moll op. 67 (1805-1808)
  • მეექვსე “პასტორალური” F-dur op. 68 (1808)
  • მეშვიდე A-dur op. 92 (1812)
  • მერვე F-dur op. 93 (1812)
  • მეცხრე D-moll op. 125 (1822-1824) (“საგუნდო”)

უვერტიურები 

  • “პრომეთეოსი” op. 43-დან (1800)
  • “კორიობალოსი” op. 62 (1806)
  • “ლეონორა” 1 op. 138 (1806)
  • “ლეონორა” 2 op. 72 (1805)
  • “ლეონორა” 3 op. 72 ა (1806)
  • “ფიდელიო” op. 72 ბ (1814)
  • “ეგმონტი” op. 84-დან (1810)
  • “ათევის ნანგრევი” (op. 113-დან) (1811)
  • “მეფე სტეფანე” (op. 117-დან) (1811)
  • “სადღეობო” op. 115 (1814)
  • “სახლის განათვლა” op. 124 (1822)
  • 40-ზე მეტი ცეკვა და მარში სიმფონიური და სასულე ორკესტრისათვის

კონცერტები

  • ფორტეპიანოსათვის ორკესტრის თანხლებით:
  • პირველი C-dur op. 15 (1796)
  • მეორე B-dur op. 19 (1795)
  • მესამე c-moll op. 37 (1800)
  • მეოთხე G-dur op. 58 (1805)
  • მეხუთე Es-dur op. 73 (1809)
  • კონცერტი ვიოლინოსათვის ორკესტრის თანხლებით D-dur op. 61 (1806)
    • სამმაგი კონცერტი ფორტეპიანოსათვის, ვიოლინოსა და ჩელოსათვის ორკესტრის თანხლებით C-dur op. 56 (1804)
  • ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის op. 80 (1808)
  • კვარტეტები (სიმებიანი)
  • ექვსი კვარტეტი op. 18 (1800)
  • პირველი F-dur
  • მეორე G-dur
  • მესამე D-dur
  • მეოთხე c-moll
  • მეხუთე A-dur
  • მეექვსე B-dur
  • რაზუმოვსკი სამი კვარტეტი op. 59 (1806-1807)
  • მეშვიდე F-dur
  • მერვე e-moll
  • მეცხრე C-dur
  • მეათე (“საარფო”) Es-dur op. 74 (1809)
  • მეთერთმეტე (“სერიოზულ”) f-moll op. 95 (1810)
  • მეთორმეტე Es-dur op. 127 (1824)
  • მეცამეტე B-dur op. 131 (1826)
  • მეთოთხმეტე cis-moll op. 131 (1826)
  • მეთხუთმეტე a-moll op. 132 (1825)
  • მეთექვსმეტე F-dur op. 135 (1826)
  • დიდი ფუგა B-dur op. 133 (1825)

ტრიოები (საფორტეპიანო)

  • სამი ტრიო op. 1 (1795 ) E-dur, G-dur, c-moll;
  • ორი ტრიო op.70 (გამოქვეყნდა 1809 წ.) D-dur, Es - dur
  • ტრიო B-dur op. 97 (1811)

კვინტეტები

  • კვინტეტი Es – dur op.4 (ფამოქვეყნდა 1797 წ. )
  • კვინტეტი C – dur op. 29 (1801)
  • ფუგა D – dur op. 137 (1817) და სხვა კამერული ანსამბლები სხვადასხვა შემადგენლობისათვის, სულ 60-მდე, მათ რიცხვში სეპტეტი Es-dur op. 20 (1800)

საფორტეპიანო სონატები 

  • სამი სონატა op. 2 (გამოქვეყნდა 1796 წ.) (f-moll, A-dur, C-dur)
  • მეოთხე სონატა Es-dur op. 7 (გამოქვეყნდა 1797)
  • სამი სონატა op.10 (გამოქვეყნდა 1798წ.) (c-moll, F-dur, D-dur )
  • მერვე “პათეტიკური “ c-mill op. 13 (გამოქვეყნდა 1799 )
  • ორი სონატა op.14 (დაახლ. 1795წ ) (F-dur, G – dur ).
  • მეთერთმეტე B-dur op. 22 (1799-1800)
  • მეთორმეტე As-dur op. 26 (1799-1800 )
  • ორი “სონატა – ფანტაზია “ op. 27 (1801) Es -dur, “ მთვარის” cis-moss)
  • მეთხუთმეტე “ პასტორალური “ D-dur op. 28 (1801)
  • სამი სონატა op. 31 (1801-1804) (G-dur, - 1802, dmoll, - 1802, Es-dur - 1804)
  • ორი სონატა op. 49 (ადრეული სონატები: g-moll, G – dur )
  • ოცდამეერთე “ ავრორა “ C – dur op. 53 (1800-1804)
  • ოცდამეორე F-dur op. 54 (1803-1804)
  • ოცდამესამე “ აპასიონატა “ f-moll op. 57 (1804-1805)
  • ოცდამეოთხე Fis – dur op. 78 (1809)
  • ოცდამეხუთე G – dur op. 79 (გამოქვეყნდა 1810წელს
  • ოცდამეექვსე Es – dur 81ა (1809 - 1810)
  • ოცდამეშვიდე e-moll op. 90 (1814)
  • ოცდამერვე A – dur op. 101 (1815 – 1816 )
  • ოცდამეცხრე (სონატა ჩაქუჩებიანი ფორტეპიანოსათვის) B – dur op. 106 (1817 - 1819)
  • ოცდამეათე E – dur op. 109 (1820 - 1821)
  • ოცდამეთერთმეტე As – dur op. 110 (1821)
  • ოცდამეთორმეტე c – moll op. 111 (1822)

სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის 

  • სამი სონატა op. 12 (გამოქვეყნდა 1799წ. ) (D-dur, A – dur, Es - dur)
  • მეოთხე სონატა a-moll op. 23 (1800)
  • მეხუთე სონატა F – dur op. 24 (გამოქვეყნდა 1801)
  • სამი სონატა op.30 (A – dur, c – moll, G – dur )
  • მეცხრე “კრეიცერისეული “ a – moll op.47 (1802-1803)
  • მეათე სონატა G – dur op.96 (1812)

სონატები ჩელოსათვის ფორტეპიანოს თანხლებით 

  • ორი სონატა op.5 (გამოქვეყნდა (1797) (F – dur, g - moll)
  • მესამე A – dur op. 69 (გამოქვეყნდა 1809)
  • ორი სონატა op. 102 (1815) C – dur, D - dur)

ვარიაციები 

  • 20-ზე მეტი ციკლი ვარიაციებისა ფორტეპიანოსათვის, მათ რიცხვში: თხუთმეტი ვარიაცია ფუგით Es-dur op.35 ( 1802 ) კონტრდანსის თემაზე ბალეტიდან “პრომეთეოსი”
  • ოცდათორმეთი ვარიაცია საკუთარ თემაზე c-moll (1806-1807),ოცდაცამეტი ვარიაცია დიაბელის ვალსის თემაზე C- dur. op. 120 (1823 ).
  • 60-და პატარა პიესა ფორტეპიანოსათვის, მათ რიცხვში: 7 ბაგატელი op.33 (1782 ); 11 ბაგატელი op. 119 (გამოქვეყნდა 1821-1828 ); 6 ბაგატელი op. *126 (1823); რონდო “დაკარგული გროში” G-dur op. 129 (დაახლ.XVIIIსაუკ. 90-იანი წლები, გამოქვეყნდა 1828)

მუსიკა სცენისათვის

  • ოპერა “ფიდელიო”-ს სამი რედაქცია op. 72 (1805), op.72 ა (1806), op. 72 ბ(1814)
  • ბალეტი “ პრომეთეოსის ქმნილება” op. 43 (1800-1801)
  • მუსიკა გოეთეს დრამისათვის “ეგმონტი” op. 84 1810)და სხვა.

საგუნდო ნაწარმოებები 

  • პირველი მესა C – dur op.86 (1807)
  • მეორე “სადღესასწაულო მესა” D-dur 123 1823)
  • ორატორია “ქრისტე ზეთისხილის მთაზე” op. 85 (1800)
  • რამდენიმე კანტატა და გუნდი

ვოკალური ლირიკა 

  • ხალხური სიმღერების ( შიტლანდიური, ირლანდიური, ინგლისური, უელსის, იტალიური ) 150-მდე დამუშავება
  • 80-მდე სიმღერა ფორტეპიანოს თანხლებით, კანონი, არია და ანსამბლი, მათ რიცხვში:
  • ციკლი “შორეული სატრფოსადმი” op. 98 (1816)
  • ექვსი სიმღერა ჰელერტის სიტყვებზე op.48 (გამოქვეყნდა )1803
  • სიმღერები გოეთეს ტექსტზე (1808-1810)

ტრადიცია საქართველოში 

დიდი ტრადიცია აქვს ბეთჰოვენის ნაწარმოებათა შესრულებას საქართველოში. მისი საფორტეპიანო კონცერტები და სონატები პირველი ქართველი პიანისტის ა. მიზანდარის რეპერტუარში შედიოდა. ქართულ საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში შევიდა 1927 წლის 4 აპრილი თბილისში ბეთჰოვენის გარდაცვალების 100 წლისთავზე გამართული კონცერტი: "ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების" სიმფონიურმა ორკესტრმა ი. ფალიაშვილის დირიჟორობით საქართველოში პირველად შეასრულა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია. ანასტასია ვირსალაძემ 30-იან წლებში შეასრულა მე-4 და მე-5 საფორტეპიანო კონცერტები. ფართოდ აღინიშნა საიუბილეო თარიღები 1950 (სიმფონიური კონცერტების ციკლი ო. დიმიტრიადის დირიჟორობით) და 1970, როდესაც პიანისტმა ნ. გაბუნიამ პირველად ქართულ საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში შეასრულა ბეთჰოვენის 32-ვე სონატა, ხოლო ე. ვირსალაძემ - კომპოზიტორის ხუთივე საფორტეპიანო კონცერტი.

ბეთჰოვენი და ღვინო 

ცნობილია, რომ ბეთჰოვენს უყვარდა სმა. საღამოობით ხშირად დადიოდა დუქნებში და მეგობრებთან ერთად სვავდა ლუდს ან იაფ ფასიან ღვინოს. ამას მაშინაც არ გადაეჩვია, როდესაც ცნობილი კომპოზიტორი გახდა. ინტელიგენციაში ძვირიან ღვინოს დალევას ამჯობინებდა უბრალო დუქანში დალევას. მისი საყვარელი ღვინო იყო რეინის ღვინო. ამ სასმელს სვავდა მაშინაც, როდესაც მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა და ბოლო დღეებშიც კი ითხოვდა წყალში გაზავებულ ღვინოს.
შესაძლოა ღვინოს სიყვარული ბეთჰოვენს შთამომავლობით გადმოედო. ბებიამისი მკურნალობდა საავადმყოფოში, ასეთივე დაავადება ჰქონდა ბეთჰოვენის მამასაც, თუმცა თვით კომპოზიტორი უფრო ზომიერად სვამდა.

No comments:

Post a Comment